გამიზაფხულდა…

Standard

და გაზაფხულიც დადგა…

ჩემ ბლოგშიდაც შემოაღწია… თუმცა გარეთ ისევ საშინელი სიცივეა 😀

მიყვარს გაზაფხული ლამაზი ფერებით ,ყვავილებით…

ბუნება ცოცხლხდება და თითქოს ადამიანებიც…

უკვე 1 მარტია,ალბათ ისეთი ჭირვეული იქნება ეს თვე როგორც ჩვევია,სახლიდან რომ გახვალთ ყოველი შემთვევისათვის ქოლგა წაიღეთ რა იცი რა დროს მოიღრუბლება და წამოვა კოკისპირული წვიმა 😀

არდაგავიწყდეთ ყვავილები,უამრავი ყვავილები აჩუქეთ ყოველ დღე ერთმანეთს და გაულამაზეთ გაზაფხულის ფერადი დღეები…

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.

ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს
და დასკდებიან ატმის კვირტები
და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს,
ახალი თვალით დაგაკვირდები.

შენშიდაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,
მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას!
გეტყვი, მითხარი: აპრილი გათბობს,
თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?..

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება,
მოვა დღეები წყურვილების და გაგიჟების,
სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას,
თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები!..

ერიხ მარია რემარკი “ტრიუმფალური თაღი”

Standard

“სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად.გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება.თორემ,ეს რომ შეიძლებოდეს,ყველანი წმინდანები ვიქნებოდით.ცხოვრება არაპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას.ვინც სრულყოფილია,მისი ადგილი მუზეუმშია “

“რასაც დაივიწყებთ ,ის მერე მთელი ცხოვრება გაკლიათ,ხოლო ყველაფერი რაც გახსოვს,ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს ხოლმე.”

“ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს.მთავარი ისაა,რომელი რომელს დაასწრებს.”

“ესმით კი საერთოდ ადამიანებს ერთმანეთის?ამას მოსდევს ყველა გაუგებრობა ქვეყანაზე.”

“თუ რაიმეს გაკეთება გინდა,არასოდეს იკითხო,ამას რა მოჰყვება,თორემ ვერაფერს გააკეთებ.”

“ბედნიერება-განაგრძო რავიკმა,-ვინ იცის სად იწყება და სად თავდება?ბედნიერება გაიფიქრა მან.-ახალგაზრდობის ცისფერი ჰორიზონტები.სიცოცხლის ოქროს ჰარმონია.ბედნიერება!ღმერთო ჩემო სად არის ეს ყოველივე?ბედნიერება იწყება შენით და მთავრდება შენით-უთხრა ჟოანმა.-ეს ხომ ასე უბრალო რამეა”

“ჩვენ არვიხოცებით.კვდება დრო,წყეული დრო.კვდება განუწყვეტლივ.ჩვენ კი ვცოცხლობთ,უცვლელად ვცოცხლობთ.როცა შენ იღვიძებ გარეთ გაზაფხულია,როცა იძინებ-შემოდგომა,მათ შორის კი გაიკიაფებს ხოლმე ზამთარი და ზაფხული და თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს,ჩვენ მარადიულნი და უკვდავნი ვართ,როგორც გულისცემა,ან წვიმა,ან ქარი-და ეს ძალია ბევრია.ჩვენ დღეებს ვიგებთ ჩემო ძვირფასო და წლებს ვკარგავთ.უსასრულო გზას მივყავართ ამებიდან რუფებამდე,ესთერიდან ელენამდე,რეპტილიებიდან და ცხოველებიდან შენამდე და ჩემამდე…

და არასდროს ერთად.

Standard

ვიღვიძებთ დილით
უფრო ადრე შენ, ან-მე,
ან – ორივე ერთად.
ვსვამთ ჩაის,
მაგრამ მე არასდროს გისხამ.
გავდივართ სახლიდან
ჯერ მე, ან – შენ,
ან – ორივე ერთად.
ან სახლში ვრჩებით
ხან შენ, ხან მე,
ხან ორივე ერთად.
საღამოს ეწევი სიგარეტს შენ,
მე ვკითხულობ ლოცვას
და ვწვებით
ჯერ მე, ან – შენ,
ან ორივე ერთად
და ყოველთვის
მარცხნივ შენ,
მარჯვნივ – მე
და ყოველთვის
შენ – შენს სახლში,
მე- ჩემს სახლში
და არასდროს ერთად.

არ გაგიკვირდეს

Standard

არ გაგიკვირდეს ამდენი წერა
მე ლექსით გეტყვი, იქნებ შენ მიხვდე
მაგ თვალებამდე ძლივს ვაღწევ მზერას,
რა დავინახო მე თვალებს იქეთ?..

შენი ღიმილი აქეზებს გრძნობას
შენ კი მაგ გრძნობის შხამით მიწამლე,
გიჟურ ოცნებას არ უყვარს ბრძნობა,
გაგიჟებული მაგ შხამსაც დავლევ.

ოღონდ კი ვნახო ისევ თვალები,
რომლითაც გული უზომოდ დათვრა.
არ მენანება ზოგჯერ არც წლები
ზოგჯერ წამებსაც დავუწყბ დათვლას.

მაინც ვერ ხვდები შენ ჩემთვის ვინ ხარ?
ალბათ მისტირი ჯერ ისევ წარსულს,
და სიმთვრალეში დასმული კითხვა…
ნუ შეწუხდები არ ვითხოვ პასუხს.

როდესაც აღარ გეყვარები…

Standard

როდესაც აღარ გეყვარები ( ყოველთვის ასე ხდება უცაბედი და დიდი სიყვარულის შემდეგ ), შენ მე მიმატოვებ… მიმატოვებ ისე, როგორც მინდვრის ლურჯი ყვავილები შეუძლია მიატოვოს ქალმა, როდესაც მაისის უმშვენიერეს თეთრ ვარდებს დაინახავს.
არაფერს გისაყვედურებ…
არაფერს გაგახსენებ…
მხოლოდ მეყვარები…
მეყვარები განუზომელი სევდანარევი სიმშვიდით, ისე, როგორც მე შემიძლია მხოლოდ…
… გაივლის დრო და შენ სულ დამივიწყებ… გეყოლება ორი… სამი… ან იქნებ, ოთხი შვილიც… მერე შვილიშვილებიც დაგეხვევიან და ბედნიერი კაცი იქნები…
გეყვარება ცოლი და ისიც ბედნიერი იქნება.
ეყვარები მასაც, მაგრამ ისეთი გულისტკივილით არა, როგორც მე მიყვარხარ… ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით სიყვარული.
… შვილიშვილებით გახარებული ვერ გაიგებ, როგორ დაგატყობენ წლები თავის კვალს სახეზე და თმებზე ( ჭაღარა კი რა მალე წამოეპარებათ-ხოლმე ბედნიერ ადამიანებს ) …
… და მერე…
დიდი ხნის შემდეგ…
ვიცი, რომ დაგესიზმრები…
დაგესიზმრები უზომოდ ლამაზი, ზღაპრული სიზმრით, ჩემი გაშლილი თმებით ( შენ ხომ ასე გიყვარს ჩემი თმები ), ჩემი სევდიანი თვალებით ( შენ ყოველთვის ამბობ, რომ მე სევდიანი თვალები მაქვს, დედაშენის თვალების მსგავსი )…
გაგეღვიძება და დაგენანება ის მიტოვებული მინდვრის ყვავილები. მიხვდები, ისინი ისედაც ლამაზები იყვნენ იმ თეთრი ვარდების გარეშე…
გაგახსენდება, რომ ცხოვრებაში ყოველთვის გაკლდა რაღაც, ჩემი სახით …
… ჩემი სიყვარული მოგინდება !
ისეთი თავაშვებული და ბედნიერი სიყვარული, როგორიც მხოლოდ მე შემიძლია.
გულისთკივილით გაიფიქრებ, ” როგორ მივატოვეო ის სულელი გოგო ” ( შენ ხომ ასე გიყვარს თქმა ” სულელი გოგო ” )…
სისულელეა, მაგრამ მე მაინც მოვალ შენთან, როდესაც მიხმობ… შენ კი აუცილებლად დამიძახებ, ვიცი !..
… და ხომ ვამბობ, ეს იქნება დიდი ხნის შემდეგ… აღარ მექნება ისეთი თმები, შენ რომ გიყვარდა , სულ ჭაღარა ვიქნები, ალბათ… ჩემი თვალებიც გაუფერულებული იქნება მაშინ, ცრემლები ხომ ფერს უკარგავენ თვალებს…
… მაგრამ შენ მაინც დაინახავ ჩემში იმ ქალს, წლების წინად რომ გიყვარდა სულ რამოდენიმე თვე…
… და მთელი ჩემი ცხოვრება,
და ის დაკარგული წლები,
და იმდენი გულისტკივილი,
ეღირება იმ ერთ ცრემლად, დამჭკნარ, დანაოჭებულ სახეზე რომ ჩამოგიგორდება და აცახცახებული, ბებრული ხელით რომ მოიწმენდ..

მომწყინდა

Standard

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/23521386/x_f504ad9b_large.jpg
მომწყინდა,ყოველდღიური ერთფეროვნება,ერთი შეხედვით უდარდელი გოგო,რომელსაც თითქოს ყველაფერი აქ,ერთ მშვენიერ დღეს ხვდება რომ სული და გული აქვს ცარიელი,რატომ?მარტოა და იმიტომ…არა იმიტომ რომ მეგობრები არყავს უბრალოდ იმიტომ რომ ”ის” არყავს გვერდით,რომელსაც თითოეულ ადამიანში ეძებს და ჯერ ვერიპოვა და იმ ვიღაცამაც ვერიპოვა ჯერ ის.
https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/love/glitter-graphics-love-656451.gif

იცი რამინდა ყველაზე მეტად?დილა რომ გათენდება გამეღვიძოს ჩემზე ძლიერ ადამიანთან ერთად,ვიგრძნო მე არაფრის არმეშინია,მყავს ადამიანი რომელიც ყველაფერს გააკეთებს ჩემი ღიმილის გამო,მუდამ  ზურგს გამიმაგრებს და იმას მაგრძნობინებს რომ მე მართლა ქალი ვარ”სუსტი სქესის ”წარმომადგენელი…

როგორი მინდა იყოს?-თბილი,მოსიყვარულე,წარმატებული,ძლიერი,ქონდეს იუმორის გრძნობა,ესმოდეს ჩემი ყველა საკითხში მაშინაც კი როცა განსხვავებული აზრი ექნება,იყოს მაღალი და სიმპატიური,:Dცხვორების ძნელ მომენტებში მუდამ შეეძლოს ჩემი დახმარება,გაიზიაროს და მიხვდეს იმ ტკივილს როცა შვილებს გავუჩენ და მის შემდეგ მეტად და მეტად დამაფასოს,იყოს ჩემი გულის ნაწილი და მე რათქმაუნდა მისი,იყოს მამაკაცი ამ სიტყვის სრული გაგებით…

როგორი არმიდნა იყოს-მოსაბეზრებელი,უინტერესო,უსარგებლო ნივთი,ხელით სათრევი,მშიშარა,წარუმატებელი,გაუნათლებელი,დებილი,არავითარ შემთხვევაში -ინტერის,ზესტაფონის და დინამოს ფანი(Milan,torpedo 4ever 😀 )საშინელი მამა,ვითომ ”კაცი” ,არუნდა მიკრძალავდეს რა ჩავიცვა და რაგავაკეთო,არუნდა მიეკუთვნებოდეს იმ კაცთა რიცხვს რომლებსაც ქალი მარტო სამზარეულოში წარმოუდგენიათ…

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/23511711/tumblr_lpyw1iQ6l31qb0zqgo1_500_large.jpg

აბა სად ხარ შენ?ჩემო მომავალო ნამდვილო პირველო სიყვარულო?ნუთუ ამდენი ხანი ჭირდება ერთი პატარა გოგოს მოძებნას,რომელიც შენგან მხოლოდ თბილ და სიყვარულით სავსე თვალებს ელოდება…ელოდება დღეს რომელიც მხოლოდ  შენით დაიწყება და შენით დამთავრდება,იჩქარე რა,არიცი რომ დრო უკან მოუხედავად გადის და წლებს არინდობს?წლები კი ჭაღარას ,ნაოჭებს არინდობს,მე ახლა მინდა გამოჩნდე როცა ძალა და დრო მაქ მხოლოდ ჩვენზე და მომავალზე ვიფიქრო,და არა მაშინ როცა უკვე აღარ ვიქნები იმ ასაკში სიყვარულით სავსემ უამრავი სისულელე ჩავიდინო…

Love glitter graphics

შენ არიცი მაგრამ მე უკვე მიყვარხარ,ალბათ სადღაც ქვეცნობიერში შენც,მაგრამ არიცი…ხოდა დროა რომ გაიგო,არდააგვიანო ჩემი მოძებნა…მე ჯერ ისევ გელოდები…