46-0

Standard

სწორედ ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა რუსეთის ეროვნული ნაკრები რაგბში 17 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩვენს ეროვნულ გუნდთან.

“ბორჯღალოსნებმა” პრინციპულ მეტოქეს, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში სტუმრობა მწარე მოგონებად უქციეს – ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნეს, ექვსი უპასუხო ლელო დაუდეს და საბოლოოდ 46:0 მოუგეს.

ერთადერთი ნაკრები (ნუ კალათბურთელებს ვერდავუვიწყებ შრომას)რომელიც მუდამ ახარებს ქართველ ერს მისი შემართებით,ლამაზი და მონდომებული თამაშით.და მუდამ ასე ერთი სულით და ერთად ყოფნის გაახარეთ ქართველი ერი(სხვა ვერაფერში ვჯობნით რუსებსდა 😀 )

.

8 მარტი

Standard

დღეს 8მარტია,ქალთა საერთაშორისო დღე.ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ყვეყანაში აღნიშნავენ,მათ შორის რათქმაუნდა საქართველოშიც.ამ დღეს იყიდება ყველაზე მეტი ყვავილი ,ფუმფულა სათამაშო,შოკოლადი თუ სხვა რამ.

უნდა ავღნიშნო არის კატეგორია მამაკაცების(ბიჭუნების) რომლებიც მოლოცვითაც არიწუხებენ თავს,სწორედ ამ დღეს ვრწმუნდები ჩემ სიმართლეში,რომ ბიჭიკოები ყოვლად უყურადღებო არსებები არიან.ვის რადუნდა თქვენი გაცვეთილი საჩუქრები როცა უბრალოდ ერთი სიტყვის თქმაც ეზარება უმრავლესობას.დასვენებით ამ დღეს მხოლოდ ქალები უნდა ისვენებდნენ,გამონახეს კაცებმა უსაქმურობის კიდევ ერთი დღე 😀

ნუ დაგეზარებათ მიულოცოთ ყველა ქალს გაზაფხულის ეს ლამაზი დღე,მხოლოდ ერთი სიტყვაც(გამხმარი ვარდის ნაცვლად) კი მოგვრის სახეზე მათ ღიმილს.

გილოცავთ გოგონებო 8მარტს,მრავალს დაესწარით 🙂


“ის” მე მიყვარდა (თეკოს ლექსი)

Standard

“ის” მე მიყვარდა მომწონდა,

“ის” იყო ჩემი მუზა,დრო კი მიჰქროდა გარბოდა,

“მას” არუნდოდა სუნთქვა?!

 

ასე უთქმელი დავშორდი ..

“ის ” მიდიოდა გზაზე,

მე კი გავრბოდი გავრბოდი,

“მას” გავურბოდი განზე.

 

მერედა რამდენი ” ის ” იყო,

უკვე რამდენი კრახი…

ყველას შორიდან ვეტრფოდი

ყველა მე შორით ვნახე…

 

“ის” ჩამიარა,გამშორდა…

გზაზე გადადის ახლაც,

მე ჩემი გული არ მქონდა,

“მან” წაიღო თუ წაჰყვა?

 

ეხლა იწყება ახალი

“ის” ისევ მოვა ალბათ,

მეც ვიცი ისევ რომ წავა,

ან მე დავტოვებ ალბათ.

 

რა არის ეს ჩანახატი,

თუ სიმარტოვის სტროფი…

თუ მონატრების წამზომი,

გამოხატული ხოტბით.

 

მე “მისი” სუნი აღარ მცემს,

აღარც “მის” თვალებს ვეძებ,

თუმცა ხომ იცით ყოველთვის

გულს უნდა “ის” რომ შეხვდეს.

 

ვინ არის?

განა ვიცი მე?

თქვენ ვერ გამიგებთ მგონი..

უბრალოდ ჩემთვის ვიცი მე

“მას” დავინახავ შორით…

 

დრო მოვა ხელსაც დავუქნევ,

და გავიღიმებ ნდობით,

“ის” იყო! არის! იქნება!

“ის” ყველგან მხვდება გრძნობით…

 

თუმცა მე ვუცდი სხვა თვალებს,

“ის” უნდა ვნახო სხვაში.

რომ საბოლოოდ გავჩერდე

აღარ გავაგდო განში.