26 მაისი

Standard

მოგეხსენებათ 26მაისს ავღნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.ყოველწლიურად ამ დღეს იმართება აღლუმი,არწ წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე იყო გამონაკლისი ,თუმცა ერთი სიახლით რომ პირველად საქართველოს ისტორიაში აღლუმი ქუთაისში გაიმართა,იქ სადაც ახლადაშენებული (მაგრამ დაუმთავრებელი და თითქმის თავიდან დასაწყები) პარლამენტი მდებარეობს.

მზადება დიდი ხანია მიმდინარეობს,რეპეტიციები კვირაა გრძელდება,ცოტა კი შემაწუხეს გზების გადაკეტვით მაგრამ ეს არაფერი.

ქვეყნის ტექნიკა და ყველა დანაყოფი ჩემ უბანში იყრიდა თავს 😀

უნდა ავღნიშნო რომ პოლიტიკა ჩემგან მეტად შორს არის,მისი მთავრობით და ოპოზიციით მაგრამ ჯარი სულ სხვაა და როგორც ზოგიერთი ურევს ამ ყველაფერს ერთმანეთში ჩემთვის განსხვავებული ცნებაა ,ამიტომ სიხარულით შევხვდი ამ სიახლეს და რათქმაუნდა არდავიკელი ბედნიერება მეხილა აღლუმი.

სტუმრები როგორც დედაქალაქიდან ასევე უცხოეთიდანაც გვეწვია,პარლამენტის ახალ დარბაზში მოიყარეს თავი პოლიტიკოსებმა,მაგრამ როგორც აღინიშნა ჯერ კიდევ დაუსრულებელში(დამთავრდება აუცილებლად).საქართველოს ჰიმნი ანა ხანჩალიანმა შეასრულა(ისე ქართველს რომ შეესრულებია არაუშავდა)და დაიწყო აღლუმიც…

კარგი ადგილი შევარჩიე მეგობრებთან ერთად ,ყველა დანაყოფმა ჩემ წინ ჩაიარა 😀 მე ვამაყობ ჩვენი ჯარით ,ჩესტით ვხვდებოდი და ისე უხაროდათ 😀 ვიხილეთ ქართული დიდგორი და ლაზიკა 😀 და ამის შემდეგ წამოვიდა ტექნიკა,ნუ მე ქვეითები უფრო მომეწონა,და ბოლოს რათქმაუნდა ავიაცია… და ამით აღლუმი დასრულდა…

რავიცი მე მომეწონა და მომავალ წელსაც სიამოვნებით ვიხილავდი ისევ ქუთაისში…