Good Bye Summer! We will miss you!

Standard

31 აგვისტო ზაფხულის ბოლო დღე… არვწუწუნებ რადგან მართლა კარგი ზაფხული მქონდა,დავისვენე მთაში,ზღვაზე,ვიმუშავე, ავიღე ხელფასი.მართალია დასვენება ჯერ არდამიმთავრებია და ზღვის პირეთს ისევ მივაშურებ მაგრამ ზაფხული ხომ მაინც მთავრდება… მომენატრება ძალიან…იმედია ყველამ კარგად დაისვენა და ახალი ძალებით შეიდგება სასწავლო წლის დაწყებას…

და მოდის შემოდგომა,ფერადი,ცოტა ცივი,სასიამოვნო ,ჩემი შემოდგომა,ჩემი სექტემბერი,ჩემი დაბადების დღე…

ქართველები ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე

Standard

21ე ოლიმპიური თამაშები ლონდონში გაიმართა,რომელიც რამოდენიმე საათში დასრულდება.დაასრულა ქართულმა დელეგაციამ ასპარეზობა.ჩვენი მონაგარი 1ოქრი,3ვერცხლი და 3ბრინჯაო.შეიძლება საუბარი რომ ეს ცოტაა,ან რომ ეს ნორმალურია.მე პირადად მეტს ველოდი მაგრამ მაინც ძალიან გახარებული ვარ.35 სპორტსმენი გამოვიდა საქართველოს სახელით,და მოკლედ განვიხილავ მათ გამოსვლებს.დღე პირველი მედლის გარეშე დასრულდა.დღე მეორე კი დიდ სიურპრიზს გვპირდებოდა,ეს იყო გორელი 20წლის ლაშა შავდათუაშვილი რომელმაც ბრწყინვალედ იასპარეზა და უდიდეს წარმატებას მიაღწია,ის გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ,სრულიად ახალგაზრდა შევიდა ისტორიაში …

სხვა ძიუდოისტების გამოსვლას არვახსენებ,არმომერიდება და ვიტყვი რომ ყველა დანარჩენი სამარცხვინო იყო.არვიცი ეს მათი ბრალია თუ სპორტში გარეული პოლიტიკის,მაგრამ რაც იყო ნამდვილად საშინელება იყო.

სამწუხაროდ წარუმატებლად ვიასპარეზედ-ცურვა(დიდი მომავალი აქვს ირაკლი ბოლქვაძეს მეიმედება)ბატუტზე ხტომა(ტრამვის მიუხედავად ლუბა გოლოვინა ფინალში გავიდა)იარაღის სროლა,ძალოსნობა,მძლეოსნობა,მშვილდოსნობა,ველორბოლა,სპორტული სიარული,ჩოგბურთი.

მედლების მოპოვების იმედი რათქმაუნდა კლასიკურ და თავისუფალ ჭიდაობაში გვქონდა. და მათაც არდააყოვნეს.კლასიკური ჭიდაობა-ერთი ვერცხლი ერთი ბრინჯაო.ლაშხი და ცხადაია მედლების მფლობელები

რაც შეეხება თავისუფალ ჭიდაობას,აქ ჩემი განსაკუთრებული ფავორიტი დავით ხუციშვილი მყავდა,პირველად ხუციშვილი ოლიმპიადაზე,მართალია წარუმატებლად მაგრამ კარგად იჭიდავა და მოურიდებლად ვიტყვი რომ ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს,ეს მისი პირველი ოლიმპიადა იყო და ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება,მართალია გვარიდან მოკვეთას დავპირდი 😀 მაგრამ მაინც მეამაყება

და რათქმაუნდა მედლები-ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.ვერცხლი-ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და დავით მოძმანაშვილი.პირველ შემთხვევაში ოქრო ხელიდან გამოგვაგლიჯეს,რუსთან დაპირისპირება ფინალში მსაჯების უაზრობის,დეგენერატობის,აუტანლობის გამო წავაგეთ… აღარ გავაგრძელებ თორე წამომცდება რაღაც 😀 ლადო საქართველოს ეამაყები

მესამე ვერცხლის მფლობელი დავით მოძმანაშვილი

ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ დავით მარსაგიშვილი და გიორგი გოგშელიძე.უნდა აღინიშნოს რომ დავით მარსაგიშვილისგან ყველა ოქროს ელოდა,რამოხდა ძნელი სათქმელია…

ასეთი შედეგით დაასრულეს ქართველებმა 2012წლის ოლიმპიადაზე გამოსვლა.სამწუხაროა რომ ჩვენი ჰიმნი მხოლოდ ერთხელ გაჟღერდა და ჩვენი დროშა მხოლოდ ერთხელ იყო წარმატების მწვერვალზე,მაგრამ რაც იყო ნამდვილად დაუვიწყარი გამოდგა…

ვისურვებდი 2016წლის რიო-დეჟანეიროს ოლიმპიადას უფრო მეტი მედალი მოეტანოს ჩვენი ქვეყნისათვის…

აქვე ვიტყვი ჩემი ორი ფავორიტის შესახებ ესენი არიან უსაინ ბოლტი(იამაიკა) და მაიკლ ფელფსი(ამერიკა) ჩემი ბოლწიკი ყველაზე სწრაფი და მაიკლი აუზის მეფე.ფელფსმა 18ოქროს მედალი მოიპოვა 3ოლიმპიადაზე,ბოლტმა რათქმაუნდა 3ოქროს მედლით დაასრულა 2012 ოლიმპიადა.ეს არის ის ორი სპორტსმენი რომლებსაც ვგულშემატკვირობ უცხო ქვეყნებიდან,დანარჩენებმა შეგიძლიათ მედლები ჩვენ დაგვითმოთ 😀

2016 წელს შევხვდებით ბრაზილიაში…