Happy Birthday

Standard

გილოცავ     პირველ     დაბადების     დღეს     –    მოუსვენარი     ანუკას    ბლოგოსფერო

images napkins 1st blue

 

Advertisements

ფრანსუაზ საგანი

Standard

ამ საღამოსაც მარტო დარჩა…საწოლში რომ ჩაწვა უნებლიედ მკლავი გადასწია,თითქოს თბილ სხეულს ეძებსო.სუნთქვა შეიკრა თითქოს ეშინია ვიღაცას ძილი არ დაუფრთხოო,სულერთია ვის-მამაკაცს თუ ბავშვს,ოღონდ ვინმეს დასჭირვებოდა მისი სიფხიზლე,მისი სითბო.მაგრამ ვაი რომ არავის სჭირდებოდა მისი მზრუნვა”

“როჟე გიყვართ მაგრამ მარტო კი ხართ!უთხრა სიმონმა.მარტო ხართ კვირა დღეს,სადილობთ მარტო.ალბათ მარტოსაც გძინავთ.მე კი მუდამ თქვენს გვერდით დავიძინებდი,გულში ჩაგიკრავდით და მძინარესაც ჩუმად დაგკოცნიდით.მე ჯერ კიდევ შემიძლია სიყვარული,მას კი არა…”

“შენ რომ გიყვარს ეს კიდევ ყველაფერი არაა,მთავარია შენც უყვარდე.”

“ცხოვრება ქალის დღიური როდია,არც ძველი გამოცდილების გაგრძელებაა.შენ თოთხმეტი წლით უფროსი ხარ ჩემზე,მე კი მიყვარხარ და ძალიან დიდხანს მეყვარები,აი ესაა მთავარი… დააპირა მწუხარებისგან დაღრეჯილი სახე ქალისკენ მიებრუნებინა,მაგრამ წაბარბაცდა,პოლმა ორივე ხელი შეაშველა,მწუხარებაშიც ისევე ამოუდგა მხარში როგორც ბედნიერებისას ედგა გვერდით.პოლს ლამის შეშურდა ასეთი მძაფრი,ასეთი ლამაზი მწუხარება,ასეთი დიდებული ტკივილი.სიმონი ერთბაშად მოსწყდა ქალს,და ისე გავარდა ოთახიდან ბარგის წაღებაც დაავიწყდა.პოლი გამოეკიდა,მოაჯირზე დაიხარა და ჩასძახა-სიმონ!სიმონ! მე უკვე დავბერდი…დავბერდი… 8საათზე ტელეფონმა დარეკა,პოლმა ყურმილის აღებამდე იცოდა რასაც გაიგონებდა… მაპატიე ეუბნება როჟე,საქმიან სადილზე მეჩქარება,გვიან მოვალ თუ რათქმაუნდა…”