კმარა !

Standard

2001 წლის 20 დეკემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა NATO-თან ერთად ავღანეთში ფართომასშტაბიანი ანტიტეროტისტული ოპერაცია დაიწყო. 2009 წლიდან ამერიკელი და მისი ნატოელი მოკავშირეების მხარდამხარ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცებიც იბრძვიან. ქართული ჯარის დაახლოებით 700-კაციანი შენაერთი ავღანეთის სამხრეთით, ჰელმანდის პროვინციაში დგას. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია მთელ ავღანეთში.

2009 წლიდან დღემდე ავღანეთში 29ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა … ერთ თვეში უკვე მეორე შემთხვევა მოხდა… გუშინ ისევ საშინელი ამბავი გაიგო  ქვეყანამ 7 ჯარისკაცი ემსხვერპლა თვითმკვლელ ტერორისტს…რის გამო იხოცებიან ქართველები იმ საშინელ ადგილებში?.იმისათვის რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს?თუ ოდესმე გახდა რათქმაუნდა.წლებია ერთი და იგივე ისმის “საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი” როდის?როცა საქართველოში არავინ დარჩება?არცერთი ქართველის სიცოცხლედ არმიღირს ნატოში შესვლა.როდემდე უნდა გაგრძელდეს ევროპელთა შეშფოთება.გამოდიხართ და პიდარასტების უფლებებს იცავთ და არავის გინდათ ამოიღოთ ხმა რომ საკმარისია ამდენი უაზროდ დაღვრილი სისხლი.ვეღარ უნდა გაიგოთ რომ პატარა სახელმწიფოს ყოველთვის გამოგიყენებენ მისი მიზნებისთვის.არავის აინტერესებს რამდენი ქართველი შეეწირება ამ საშინელ მისიას.რის გამო იბრძვის ამერიკა ავღანეთში.ოპიუმის გამო რომლითაც ძალიან დიდი ფული იშოვება?

სააკაშვილი:”საქართველომ კიდევ ერთი მსხვერპლი გაიღო ცივილიზებულ ერთა ოჯახში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე”.მიდი და თითონ იბრძოლე @@@@@ როგორ გგონია ძალიან აინტერესებს დაღუპულთა ოჯახებს შენი ნატო.?ცივილიზებული ოჯახი?

მე ვადანაშაულებ საკუთარ სახელმწიფოს იმაში, რომ იქ მიათრევს ჯარისკაცებს!ვადანაშაულებ საქართველოს მოსახლეობას , რომ ამის ნებას ვაძლევთ!ამიტომ ჯერ საკუთარი ქვეყანა მძულს,იდიოტური აზრებით ტვინგამოჭედილი საზოგადოების ნაწილი და  მერე ამერიკა!!!

983785_133532996845109_2093792869_n

994809_341091912660918_554184294_n

Advertisements

კახა კალაძის გამოსათხოვარი მატჩი

Standard

როდესაც გავიგე კახა კალაძის გამოსათხოვარი მატჩი გაიმართებოდა და საქართველოს მილანის ფეხბურთელები ეწვეოდნენ ძალიან გამიხარდა,ვიფიქრე რომ ჩემი დიდი ხნის ნატვრა ახდებოდა და ჩემი საყვარელი გუნდის თამაშს ამჯერად სტადიონზე ჩემი თვალით ვნახავდი.დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ოჯახი დავითანხმე და 31მაისს გავემგზავრე დედაქალაქში.ერთი სული მქონდა როდის ჩავიდოდი,სტადიონზე როდის მივიდოდი და ჩემი საყვარელი გუნდს  და ფეხბურთელებს ვნახავდი.

დინამო არენა-ძალიან მომეწონა.ძალიან მაგარი გარემო,მე რომ ალბათ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდე სულ გავგიჟდები 😀 საოცარი გარემო და როგორც იქნა ჩემი ნანატრი თამაშიც დაიწყო.ჩემთვის ნაცნობი ფეხბურთელების გარდა მილანის ის ლეგენდებიც ვიხილე რომელთა თამაში მე არმახსოვს და რომელთა შესახებაც ძალიან ბევრი კარგი მსმენია.-ბარეზი,ბობანი,როსი,მასარო.ჩემთვის კარგად ნაცნობი-შევჩენკო,პიპო.მალდინი,შიმიჩი,სერჟინიო ,ოდდო. ჩემი საყვარელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი.თუ ვინმეს ერთხელ მაინც უყურებია მილანის თამაში ამ ფეხბურთელთა მონაწილეობით აღარ დამისვამს კითხვას რამ შემაყვარა მილანი.აი ამ ფეხბურთელებმა და კიდე ბევრმა რომლებიც სამწუხაროდ გუშინ არიყვნენ,აი ამათმა შემაყვარეს ჩემი მილანი.ჩემთვის ყველაზე საყვარელი კაპიტანი პაოლო მალდინი-საოცარი ფეხბურთელი ,ყოველთვის დიდ დადებით ემოციას იწვევდა ჩემში.პიპო რომელიც თამაშგარის ტრადიციას არასოდეს ღალატობს 😀 და რათქმაუნდა  საოცარი შევჩენკო . კახა კალაძის მეგობრების გუნდი როგორ ქართველი ასევე უცხოელი ვარსკვლავებით იყო დაკომპლექტებული.ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ფაბიო კანავარო .თითოეული ფეხბურთელის გამოსვლა დიდ ოვაციებს იწვევდა გულშემატკივრებში.ძმები არველაძეები.კობი,ქინქლაძე და რათქმაუნდა დემეტრაძე. ყველაზე დიდი ემოცია სწორედ დემეს გამოსვლამ გამოიწვია ჩემში და დარწმუნებული ვარ ბევრ ნამდვილ გულშემატკივარში.წლების შემდეგ დემე ისევ ცოტა ხნით მაგრამ მაინც დაბრუნდა.

შესანიშნავი მატჩი გამოვიდა,კალა ნამდვილად იმსახურებდა ამგვარ გაცილებას.არმიყვარს პოლიტიკის და სპორტის ერთმანეთში არევა,შეიძლება არმოგწონდეს ეს ხელისუფლება.მაგრამ არუნდა დაივიწყო ის რომ ერთ დროს შენც გულშემატკვირობდი კალას.გეამაყებოდა როცა ქართველმა ორჯერ ასწია ჩემპიონთა ლიგის თასი.ის არის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი რომელმაც ასეთ დიდ  წარმატებას მიაღწია,თუ ჩვენი ფეხბურთელების დონით ვიმსჯელებთ მსგავსი წარმატებული ფეხბურთელი კიდევ ძალიან დიდხანს არგვეყოლება…

ჩემი ოცნება ახდა.მე დავესწარი ჩემი საყვარელი მილანის თამაშს.კარგი იქნებოდა ნესტა.გატუზო,პირლო,ზეედორფი და კაკა ყოპილიყვნენ და 100% პროცენტით ახდებოდა ოცნება 😀 ვერგადმოვცემ იმ ემოციებს რასაც განვიცდიდი.და იმ უდიდეს სიხარულს რაც მივიღე. თურმე ოცნებები ხდება,მთავარია გჯეროდეს 😀

A.C Milan Legends Thanks For Memories

8510_661611300522892_978765305_n 485797_661611123856243_1823304282_n 934039_661684957182193_677414450_n VLUU L100, M100  / Samsung L100, M100