Sochi 2014

Standard

სოჭის ზამთრის ოლიმპიადა მასპინძელი რუსეთის ნაკრების სრული ტრიუმფით დასრულდა. რუსებმა ჯამში 33 მედალი მოიპოვეს, რომელთაგან 13 ოქროსი გახლდათ. ორივე მიმართულებით, მასპინძელთა ნაკრებს გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი ერგო.

რაც შეეხებათ ქართველ ოლიმპიელებს.ქართველმა მოციგურავემ ელენე გედევანიშვილმა სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა  19ადგილზე დაასრულა.

141227რაც შეეხებათ სამთო-მოთხილამურეებს.კაცებს შორის გიგანტურ სლალომში ალექსანდრე ბენიაიძემ და იასონ აბრამაშვილმა რაოდენ სამწუხაროც არ უდნა იყოს ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლეს და პირველივე ცდაზე გამოეთიშნენ ასპარეზობას.რაც შეეხება ქართველმა სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაურს, რომელიც სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქართველ სპორტსმენთაგან პირველი ჩაერთო, ასპარეზობა 49-ე ადგილზე დაასრულა.

21-22 თებერვალს,სოჭში მედლები ვაჟთა და ქალთა შორის სლალომში გათამაშდა. ქართველი სამთო-მოთხილამურეებიდან საუკეთესო შედეგი სლალომში იასონ აბრამაშვილმა აჩვენა, რომელმაც 117 მონაწილეს შორის 22-ე ადგილი დაიკავა.ალექსანდრე  ბენიაიძისთვის იღბლიანი არც სლალომში ასპარეზობა გამოდგა. ისევე როგორც გიგანტურში, ამჯერადაც მან ტრასის შუაწელში კარი გამოტოვა და შეჯიბრს გამოეთიშა. ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენისთვის ეს პირველი ოლიმპიური თამაშები იყო და დიდი იმედი მაქვს მომდევნო ოლიმპიადა მისთვის წარმატებული იქნება.მე პირადად მისი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ.რაც შეეხება ნინო წიკლაურს,სლალომში მან პირველივე ცდაზე ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო.

ასეთი შედეგით დაასრულეს ქართველმა ოლიმპიელებმა ზამთრის 22ე ოლიმპიადა.კრიტიკა რათქმაუნდა ბევრი ,მაგრამ თანადგომაც ნამდვილად არ აკლდათ ჩვენს სპორტსმენებს,პირადად ჩემგან განსაკუთრებით.შორიდან ყოველთვის სხვაგვარდა ჩანს ყველაფერი და კრიტიკა ძალიან ადვილია,იმის დანახვა რომ ვიღაცამ იშრომა და ამ შრომის და ბრძოლის შედეგად დგას მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენების გვერდით კარგი იქნება რომ ყველას შეეძლოს.და თუ კი გვაქვს პრეტენზია რომ ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი გვქონდეს სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება და პირობების შექმენა ჩვენს სპორტსმენებს ნადმვილად არ აწყენდათ.

1890987_826126974079821_1227745289_n 1911678_10202875075428563_627604919_n 1900049_10202900683028737_711062888_n 1969156_10201477024796869_2108884487_n 1794749_10202875077348611_1422090553_n 141725ჩემი ფავორიტი კანადის ფოკეის ნაკრები კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 😀

474396245-693X520რაც შეეხება დახურვის ცერემონიას ძალიან ლამაზად ჩაიარა და მეხუთე რგოლი გაიხსნა 😀

474414799-693X520

Closing-693X520

შევხვდებით 2018 წელს სამხრეთ კორეაში.და ამ ოლიმპიადას აუცილებლად დავესწრები 😀

474431165-693X520474431307-693X520

 

 

 

Advertisements