სუპერთასი ქუთაისში…

Standard

31მაისს თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო სუპერლიგის 2013-2014 წლების სეზონის ბოლო შეხვედრა გაიმართა თბილისის დინამოსა და ქუთაისს შორის.ფინალური შეხვედრა სუპერთასისათვის ნამდვილად საინტერესო გამოდგა.იმედია რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით ჩემმა გუნდმა არ გამიცრუა და ამ დიდი სიამოვნებისათვის ნამდვილად ღირდა დედაქალაქში ჩასვლა.სამწუხაროდ მერიამ გულშემატკვირებისათვის ავტობუსები არ გამოყო,მაგრამ ნამდვილი გულშემატკივარი ამ დაბრკოლებამ არ შემეშინა…   😀

შეხვედრაში ანგარიში ქუთათურებმა გახსნეს და 5-0 დაწინაურდნენ.ქულა ქულაში მიდიოდა და პირველი პერიოდი 24-23 მოვიგეთ.რათქმაუნდა დინამომ მისი შესაძლებლობა აჩვენა და მეორე პერიოდი მასპინძლების სასარგებლოდ 41-39 დასრულდა.მაგრამ ქუთაისლები შეხვედრის დათმობას არ აპირებდნენ ,მესამე პერიოდი ორი ზუსტი სამ ქულიანით დავიწყეთ და დავწინაურდით კიდეც და პერიოდის ბოლოს ანგარიში 59-59 დაფიქსირდა.მეოთხე და გადამწყვეტ პერიოდში ქუთაისლებმა ჩვეული თავდადებით და მონდომებით შეხვედრის საბოლოო ანგარიში 74-80 დააფიქსირეს და პირველად კლუბის ისტორიაში დაეუფლნენ ქვეყნის სუპერთასს.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე “ქუთაისი-2010”-ის კალათბურთელი გიორგი ბარბაქაძე იყო 22 ქულით. გამარჯვებულთაგან ასევე აღსანიშნავია დავით ბარბაქაძის 18 ქულა, ზაურ ფაშაევის 15 ქულა და აკაკი დვალიშვილის კარგი თამაში. ამ უკანასკნელმა 18 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

სეზონის ბოლო ტიტულის გათამაშების შემდეგ, ვიდრე ქუთაისელები დამსახურებულად მოპოვებულ სუპერთასს ჩაიბარებდნენ, გაიმართა გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელის, მოთამაშის და ახალგაზრდა კალათბურთელის დაჯილდოვება.

საუკეთესო მწვრთნელი-ირაკლი ხოშტარია.  საუკეთესო ახალაზრდა კალათბურთელი-ლევან გრძელიძე(ქუთაისი)

საუკეთესო მოთამაშე

 2013-2014 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე სეზონის საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. ჟურნალისტების, მწვრთნელებისა და კომისრების გამოკითხვის შედეგად საუკეთესო სამეული გამოვლინდა.

მესამე ადგილი  – გიორგი გამყრელიძე (დინამო)

მეორე ადგილი – აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი)

სეზონის საუკეთესო მოთამაშედ კი საკალათბურთო კლუბ  თბილისის „დინამოს“ მოთამაშე სტევანმილოშევიჩი დასახელდა.

არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს სტევან მილოშევიჩის,პირიქით ის მართლაც შესანიშნავი კალათბურთელია ,მაგრამ საუკეთესო მოთამაშედ რომ ქართველი აკაკი დვალიშვილი აგვერჩია ქართველებს უკეთესი იქნებოდა.

მოკლედ რომ შევაჯამო ქუთაისის კლუბს 4წლიანი არსებობის ისტორიაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა.მოკლე სკამის მიუხედავად გუნდმა საქართველოს თასი პირველად მოიგო.პირველად გავიდა ფინალში და დაეუფლა ვერცხლის მედალს.პირველად გახდა საქართველოს სუპერთაისი მფლობელი და ჩემი საყვარელი სიტყვები გამართლდა-ქუთაისმა სუპერთასი მოიგო,ქუთაისი სუპერგუნდია  😀

რას ვისურვებ მომავალ სეზონზე?-პირველ რიგში განახლებულ სპორტის სასახლეს ქუთაისში.პატარაა არ გვყოფნის ძალიან ბევრი გულშემატკივრები ვართ   😀 და იქნება პარკეტი გვაღირსოთ  😀  ასევე ძალიან მინდა გუნდი დარჩეს ჩემი საყვარელი კალათბურთელი ზაურ ფაშაევი.აკაკი დვალიშვილი.ველურები და ლევან გრძელიძე,გოგა ცეკვავა.სიამოვნებით ვიხილავდი ჩემ გუნდში ირაკლი ჩლაიძეს და ვახტანგ ქადარიას. 😀  და საერთოდ კარგი სპონსორი გვინდა იმ იმედით რომ მომავალ სეზონს გაძლიერებული გუნდით დავიწყებთ გემშვიდობები საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგავ ოქტომბრამდე…

IMG_20140601_120443 IMG_20140601_123522 IMG_20140605_224824 IMG_20140605_225243 IMG_20140606_105305

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s