Rugby is our game

Standard

წლების წინ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე დავესწარი საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს რაგბში.გავანადგურეთ ჩეხეთის გუნდი 72-0. მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის საყვარელი სპორტის სახეობებში რაგბი მე-4 პოზიციაზეა იმ დღიდან დღემდე ფავორიტი ეროვნული ნაკრები სწორედ ეს ყველაზე მაგარი გუნდია.წლების მანძილზე “გლადიატორებს” გიწოდებდნენ იმის გამო რომ  ყველანაირი თანხის,დაზღვევის და პირობების გარეშე თამაშობდით.როცა მაისური ვთხოვე ნაკრების წევრებს ყველასგან ასეთი პასუხი ისმოდა “მაპატიეთ მხოლოდ ერთი გვაქვს”.ყოველთვის აღტაცებაში მოგყავდათ არამარტო ქართველი ქომაგი თქვენი თავდადებით.ერთადერთი ეროვნული ნაკრები რომელიც მსოფლიო თასის მონაწილეა,უკვე მე4 ჩემპიონატია.

გავიდა დრო და ყურადღება მიაქციეს რაგბის ეროვნულ ნაკრებს.გვყავს სპონსორები,კარგი დონის მწვრთნელი, და რაც ყველაზე მთავარია ჩვენ ნაკრებს აქვს ის მონდომება რომელმაც რაგბის სამყარო აალაპარაკა.ერთა თასს რომ ჩვენი ნაკრები იგებს ეს უკვე არავის აღარ უკვირს.ქვეყნები რომელთანაც გვიწევს პაექრობა მათზე 10 თავით მაღლა ვართ.უკვე მართლა დროა გაიხსნას 6 ერის კარი ჩვენთვის.

2015 მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი მიზანი ჯგუფში 2 თამაშის მოგება და 2019 წლის მსოფლიო მუნდიალის საგზურის 4 წლით ადრე დაბევება იყო,და ეჭვიც არ შეგეპაროთ რომ ეს მიზანი სისრულეში მოვიყვანეთ.ორი გამარჯვებით გავიფორმეთ იაპონიის საგზური.ჯგუფში ტონგა და ნამიბია დავამარცხეთ .არგენტინასთან და ახალ ზელანდიასთან შეხვედრა კი დავთმეთ.ყველაზე მეტად კი ახალ ზელანდიასთან თამაშს გამოვყოფდი.მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ტოლი არ დავუდეთ,შერკინებაში პირწმინდათ დავჩაგრეთ მსოფლიოს პირველი გუნდი.მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჩვენი კაპიტანი მამუკა გორგოძე დაასახელეს.როგორც ინგლისელი კომენტატორი ამბობს “მისი ღიმილი აისბერგსაც კი დაადნობს” 😀 ეს მართლა ის შემთხვევა იყო როცა წაგება მოგებაზე ტკბილია ჩვენთვის…

არ შემიძლია არ ავღნიშნო ბოლო შეხვედრის საშინელი მსაჯობა.ბატონო მსაჯო ასე აშკარად არ შეიძლება გამოხატო ზედა ეშელონების სურვილი დამარცხდეს საქართველოს ნაკრები.მისი უსუსური მცდელობების მიუხედავად არ წყდება იმაზე საუბარი რომ ჩვენ ვიმსახურებთ 6 ერს. ეს მართლაც ასეა,რადგან საქართველოს ყავს ის გუნდი რომელიც იმსახურებს მსოფლიო რაგბის კავშირისგან ამ პატივს.სახუმარო ხომ არ არის მსოფლიო ჩემპიონატის რეიტინგში 12 ე გუნდად დასახელება.

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა რომელსაც აქვს დიდი გული.ჩვენ მეტს ვიმსახურებთ,იმიტომ რომ უფრო გავძლიერდეთ და გავიზარდოთ როგორც გუნდი.მეტს სიხარულს იმსახურებს საქართველო,რომელსაც მიუხედავად უამრავი პრობლემისა ეს ნაკრები აერთიანებს და უდიდეს სიხარულს ანიჭებს.სიტყვებით ვერ გადმოვემ იმ ამოციას და ბედნიერებას რაც 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატისგან მივიღე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშით.დიდი მადლობა თქვენ რომ ასეთი კარგები ხართ.დიდი მადლობა თქვენ რომ ასე დაუზოგავად გაგაქვთ ბოლომდე ჩვენი სახელი. და მე მჯერა 2019 წლის მსოფლიო ასპარეზი უფრო წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისათვის.რაგბი ჩვენი თამაშია …12079422_10153666254398688_363291295919538116_n 12066043_10153672200568688_2630573451207677126_n 12096292_10153666257283688_8208136373190311653_n 12112115_10153666258378688_7913391278183687468_n 12115967_10153666257608688_1359380940486455235_n 12115567_10153666258798688_8707727154870468241_n 12144772_10153666257588688_2348829435001805178_n 12140807_10153666260443688_3954185287020205506_n